რიანამ მარიხუანას დღეს ახალი სიმღერა „James Joint” მიუძღვნა

ბარბადოსელმა მომღერალმა რიანამ 20 აპრილი თავისი ახალი სიმღერის გამოშვებით აღნიშნა, რომელიც შევა მის მერვე ალბომში. 20 აპრილი (აშშ-ის დათარიღების სისტემით 4/20) კონტრკულტურის დღესასწაულია, სადაც ხალხი მარიხუანის მოწევას ზეიმობს.
სამშაბათს, მომღერალმა ტვიტერის საშუალებით აცნობა ფანებს ახალი სიმღერის შესახებ რომლის სახელწოდებაცაა „James Joint”.
სიმღერა, რომელიც სულ რაღაც 1 წუთის ხანგრძლივობისაა, სრულიად შეესაბამება 20 აპრილის დღესასწაულს.
„მირჩევნია ვეწეოდეთ მარიხუანას ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას“ – მღერის ის.
მომღერალმა თავის ვებგვერდზე დაწერა: „აი სიმღერა 20 აპრილის აღსანისნავად, ჩემი მერვე ალბომიდან, რომელსაც ჰქვია „James Joint”. „მე შეყვარებული ვარ ჩემს სიმღერაზე“ – ამბობს ის ჟურნალ V magazine-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
რიანამ უკვე ოთხი სიმღერა გამოუშვა თავისი მერვე ალბომიდან, ესენია „Bitch Better Have My Money“, „Four Five Seconds“ ქანიე ვესტთან და პოლ მაკარტნისთან ერთად, ასევე „American Oxygen“.