NDI ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგები გამოქვეყნდა.
ახორციელებს თუ არა ხელისუფლება მნიშვნელოვან ცვლილებებს – ამ კითხვაზე NDI-ს მიერ გამოკითხული რესპონდენტების დაახლოებით 40% მიიჩნევს, რომ მთავრობა აღნიშნულ ცვლილებებს ახორციელებს.კითხვაზე უარყოფითი პასუხი გამოკითხულთა 50%-მა გასცა.
კითხვაზე როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო რესპონდენტების 34% პასუხობს, რომ ქვეყანა არ იცვლება, 33%-ს მიაჩნია, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარედება, 25%-ის აზრით კი განვითარება სწორი მიმართულებით ხდება.
გამოკითხულთა 72%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. 64% კი მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას.გამოკითხულთან ნახევარზე მეტი კი მიიჩნევს, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს პროდასავლური კურსი, თუმცა რუსთთან დადებითი ურთიერთობა უნდა იყოს შენარჩუნებული.
გამოკითხულთა 53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკული ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს. 29 %-ს კი მიაჩნია, რომ ქვეყანა რუსეთთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბების ნაცვლად, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმით, მეტ სარგებელს მიიღებს.პრორუსული კურსს ღიად მხარს გამოკითხულთა 6% უჭერს.
კვლევის თანახმად გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2-დანიღებს. 71% ინფორმაციის წყაროდ იმედს ასახელებს.რაც შეეხება ტელეკომპანია მაესტროს, მისგან საჭირო ინფორმაციას გამოკითხულთა 39% იღებს, პირველი არხიდან 38%, ხოლო GDS-დან 27%.კვლევის თანახმად გამოკითხულთა 77%სთვის ინფორმაციის მირების პირველი წყარო ტელევიზიაა, ინტერნეტს უპირატესობას მხოლოდ 14% ანიჭებს.
კითხვაზე: “როგორ შეცვალა მდგომარეობა საქართველოში 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით”-გამოკითხულთა 55% თვლის, რომ ქვეყანაში სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომია, 27%-ს მიაჩნია, რომ აღნიშნულ სფეროში ვითარება არ შეცვლილა, 14%-სთვის გაუარესდა, უარი პასუხზე რესპონდენტების 5%-მა განაცხადა.
გამოკითხულთაგან 42% -სთვის სიტყვის თავისუფლების კუთხით ვითარება გაუმჯობესდა, 39% თვლის რომ არ შეცვლილა, ხოლო 13% მიიჩნევს, რომ გაუარესდა.
ქვეყანაში სამუშაო ადგილების საკითხს მოსახლეობის 55% პრობლემურად მიიჩნევს, მათი აზრით ვითარება გაუარესდა, ვითარება გაუმჯობესდა გამოკითხულთა მხოლოდ 5%-ისთვის, ხოლო 38% თვლის, რომ არ შეცვლილა.
ტერიტორიული მთლიანობის კუთხით ვითარება გაუმჯობესდა გამოკითხულთა მხოლოდ 2%-სთვის, 76%-სთვის ის არ შეცვლილა, 20% კი თვლის, რომ გაუარესდა.
გამოკითხულთა 92% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესდა ფასების ზრდისა და ინფლაციის კუთხით, ვითარება გაუმჯობესდა მხოლოდ 1%-სთვის, ხოლო იგივე დარჩა 6%-სთვის.
კვლევაში სხვა საკითხებთან ერთად ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებასა და კორუფციაზეც არის საუბარი. ორგანიზაციამ გამოკითხულ პირებს შეკითხვები სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზეც დაუსვა.
სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე საუბრობს გამოკითხულთა 18%, 34% მიიჩნევს, რომ ის არ შეცვლილა, 21% კი თვლის, რომ 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, სასამართლო სისტემა გაუარესდა.
კორუფციის კუთხით ვითარების გაუმჯობესებას ხედავს გამოკითხულთა 14%, 41%-ს მიაჩნია, რომ არ შეცვლილა, 33% კი თვლის, რომ ვითარება გაუარესდა.
გამოკითხულთა 5%-ის აზრით 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით ქვეყანაში კრიმინალური ვითარება გაუმჯობესდა, 29% მიიჩნევს, რომ არ შეცვლილა, 57% კი თვლის, რომ კრიმინალის კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესდა.
აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი ამბობს, რომ კვლევისას ძირითადად ფოკუსირება ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე გაკეთდა.
მისი თქმით, მათი რაოდენობა ამ დრომდე დიდია და ისინი გაცილებით ნეგატიურად აფასებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.
NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის განცხადებით, კვლევის შედეგების მიხედვით, მთავარ პრობლემად ქვეყანაში კვლავ ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ტერიტორიული მთლიანობა რჩება.
“სამუშაო ადგილები პირველ ადგილს ინარჩუნებს მნიშვნელოვან საკითხებს შორის. ჩამონათვალის პირველი ხუთეული კვლავ უცვლელია და ასე გამოიყურება: სიღარიბე, ფასების ზრდა ინფლაცია, ტერიტორიული მთლიანობა. შევეცადეთ ამ კვლევაში ფოკუსი გაგვეკეთებინა გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე, რადგან მათი რაოდენობა კვლავ დიდია. ისინი გაცილებით ნეგატიურად აფასებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და მნიშვნელოვანია ასეთ ამომრჩეველთან მუშაობა გაგრძელდეს,“-განაცხადა ლორა ტორნტონმა.
რაც შეეხება საგარეო კურსს, ლორა ტორნტონის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა კვლავ მყარად განაგრძობს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის მხარდაჭერას.
NDI-მ დაახლოებით 4 ათასზე მეტი ადამიანი გამოკითხა. დღეს კვლევის ის ნაწილი ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერით გასაჯაროვდა.