პრემიერი NDI-ის კვლევებს არ გაცნობია, თუმცა სკეპტიკურად უყურებს

“NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი, საკმაოდ საფუძვლიანი სკეპტიკური დამოკიდებულება, ვინაიდან წარსულში ხშირად ყოფილა, რომ ეს კვლევები არ ასახავს შემდგომში მიღებულ რეალობას,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ NDI-ის კვლევებს არ გაცნობია, თუმცა ამ კვლევებთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულება აქვს.

„არ გავცნობივარ კვლევებს, მაგრამ ამ კვლევებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი, საკმაოდ საფუძვლიანი სკეპტიკური დამოკიდებულება, ვინაიდან წარსულში ხშირად ყოფილა, რომ ეს კვლევები არ ასახავს შემდგომში მიღებულ რეალობას. ჩვენთვის მთავარია, რომ  მოთმინებით დაველოდოთ არჩევნებს, მშვიდობიანად ჩავატაროთ წინასაარჩევნო პერიოდი და შემდგომში საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს,  რა არის მათთვის პრიორიტეტი, რომელი ჯგუფია უფრო მისაღები, რომელი გუნდია უფრო მისაღები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი უალტერნატივოდ გაიმარჯვებს დიდი უპირატესობით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

NDI-მ დაახლოებით 4 ათასზე მეტი ადამიანი გამოკითხა. დღეს კვლევის ის ნაწილი ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერით გასაჯაროვდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button