სპორტი
ნეიმარმა საფრანგეთში დარჩენა გადაწყვიტა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/02/nnnnnnnneeeeeeeeeeeeeeeeiiiiiiimmmmmmmaarrii.png)
ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენში“ რჩება. ინფორმაციას ამის შესახებ სპორტული გამოცემა Goal ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაცია ნეიმარის კლუბიდან შესაძლო წასვლის შესახებ – არ გამართლდა. 28 წლის ბრაზილიელმა პარიზულ გრანდთან კონტრაქტი კიდევ 4 წლით გაახანგრძლივა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი ფრანგულმა კლუბმა 2017 წელს „ბარსელონასგან“ იყიდა და მასში 222 მილიონი ევრო გადაიხადა.