ნეპალში დაღუპულთა რიცხვი 600-მდე გაიზარდა [ფოტო/VIDEO]
ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 600-მდე გაიზარდა.
“როიტერის” ცნობით, დედაქალაქ კატმანდუში განადგურებულია შენობების დიდი ნაწილი. ნანგრევებში ათობით ადამიანი რჩება. ძლიერმა მიწისძვრამ გაანადგურა ისტორიული ნაგებობებიც. სტიქიის გამო მუშაობა შეწყვიტა კატმანდუს აეროპორტმა, შეფერხებულია სატრანსპორტო მიმოსვლა.
გავრცელებული ცნობით, მიწისძვრამ ევერესტზე რამდენიმე ადგილას ზვავი გამოიწვია.
ნეპალში 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს დილით მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ ინდოეთში, პაკისტანსა და ბანგლადეშშიც. მსხვერპლია ინდოეთშიც, სადაც ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა. ბოლო 80 წლის მანძილზე მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა ნეპალში არ მომხდარა.