“სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი” – ფილმის ჩვენება

“სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი” – ამ სახელწოდების ფილმის ჩვენება გაიმართა დღეს გურჯაანის კულტურის სახლში. ფილმი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლიან პერიოდს ეხება.

ხალხის სიმრავლის გამო ფილმის ჩვენება ორ დარბაზში ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა. ჩვენებაზე მივიდნენ რაიონის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე.

გურჯაანის გამგებლის გია გერგიძის განცხადებით, “ფილმის ჩვენება მიმდინარე კვირას განვითარებულ მოვლენებს არ უკავშირდება და ის უფრო ადრე იყო დაგეგმილი”.

ფილმის ჩვენებას რეგიონში მომუშავე საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ჩვენების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია “ყველა თაობა საქართველოსთვის” იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button