ნეპალში მიწისძვრით გარდაცვლილთა რიცხვმა 1200-ს მიაღწია

ნეპალის მთავრობის ცნობით სულ მცირე 1200 კაცი დაიღუპა და 2 ათასამდე დაშავდა, ქვეყნის დედაქალაქ კატმანდუსთან ახლოს მომხდარ 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად.

მიწისძვრამ დაანგრია ცნობილი კოშკები და შენობები, გამოიწვია ძლიერი ზვავები ევერესტის მყინვარზეც.

პირველი მიწისძვრიდან ნახევარ საათში რეგიონში თითქმის 7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები განმეორდა.

დაშავებულებს სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ უწევენ, რადგან მიწისძვრამ, საცხოვრებელ სახლებთან და კატმანდუს ისტორიულ ცენტრთან ერთად, საავადმყოფოს შენობებიც მიწასთან გაასწორა.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს არის ქვეყანაში უკანასკნელი 81 წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე სასტიკი მიწისძვრა.

მიწისძვრა ნეპალის ცენტრალურ რეგიონებში დღეს დილით მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი დედაქალაქ კატმანდუს ჩრდილო–დასავლელით 80 კილომეტრის მოშორებით იყო.

დაშავებულ ქართველ მოქალაქეებზე ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ იქ იმყოფება რამდენიმე ტურისტული ჯგუფი საქართველოდან. მათი ნაწილი ახლობლებს უკვე დაუკავშირდა, უცნობია ნაწილის მდგომარეობა.

ნეპალის ხელისუფლებამ  საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და საერთაშორისო თანამეგობრობისგან დახმარებას ითხოვს.სამაშველო სამუშაოებს ისიც აფერხებს, რომ მიწისძვრის შედეგად კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტი დაზიანებულია.

სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა ინდოეთის ჩრდილოეთ რეგიონებში, ტიბეტსა და ბანგლადეშში. დაღუპულია 50–მდე ადამიანი.

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”3921″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”10″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1429983904866″]

მსგავსი პოსტები

Back to top button