რიანას და კრის ბრაუნის ახალმა დუეტმა ინტერნეტში გაჟონა

რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტ-სივრცეში გაჟონა ყოფილი შეყვარებულების, ცნობილი მომღერლების რიანას და კრის ბრაუნის დუეტმა, რომელიც 2013 წელს ჩაწერეს, თუმცა ამ დრომდე წყვილი ამ სიმღერას არ ახმაურებდა. სიმღერის სახელწოდებაა „Put It Up”

„ეს ჩანაწერი უფრო R&B ჟანრის არის, ძალიან მინდოდა რიანასთან ჩამეწერა მსგავსი სტილის დუეტი და გამოვიდა კიდეც. მსურდა ისეთი სიმღერა გამოსულიყო, რომლის მსგავსიც რიანას  ნამუშევრებში ჯერ არ ყოფილა. ვფიქრობ, საბოლოოდ ეს არის ის, რასაც ჩვენი ფანები ელიან“ – ამბობს კრის ბრაუნი.

„მთელი ჩემი სიყვარული მოგეცი და იმედი არ გამიცრუო, ყველაფერი შენი ბრალია. ამ შიშის გამო ვგიჟდები, ვერაფერს ვიზამ, შეყვარებული ვარ“ – ეს სიტყვები ამ დუეტის ტექსტშია.

რადგან წყვილმა კონფლიქტის გამო ურთიერთობა გაწყვიტა, სწორედ ამიტომ ვერ იხილა დღის სინათლე 2013 წელს ჩაწერილმა დუეტმა.

სიმღერა არცერთი მომღერლის ალბომში არაა შესული.

მოუსმინეთ:

მსგავსი პოსტები

Back to top button