მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ნიდერლანდები უკრაინას დაეხმარება

ნიდერლანდები უკრაინას მძიმე შეიარაღებითა და ჯავშანტექნიკით დაეხმარება. ინფორმაციას ქვეყნის პრემიერი მარკ რიუტე ავრცელებს და წერს, რომ მოკავშირეებთან ერთად, ომში მყოფი ქვეყნისთვის დამატებით მძიმე ტექნიკის მიწოდების შესაძლებლობას ჯერ კიდევ განიხილავენ.

„ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს თავდაცვის მინისტრმა და მე გამოვხატეთ მხარდაჭერა რუსეთის მხრიდან ახალი იერიშების დაწყებასთან დაკავშირებით. ნიდერლანდი უკრაინას მიაწვდის უფრო მძიმე შეიარაღებას, მათ შორის ჯავშანტექნიკას. მოკავშირეებთან ერთად ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობას მძიმე ტექნიკით დამატებითი მომარაგების შესახებ“, – დაწერა რუტემ ტვიტერში.
უკრაინული მედიის თანახმად, 19 აპრილს გამართულ სატელეფონო საუბარში ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მარკ რუტემ განხილეს დონბასში შექმნილი რთული ვითარება.

უკრაინის არმიის განცხადებით, რუსეთის ძალებმა დაიწყეს “აგრესიული მოქმედება” აღმოსავლეთი უკრაინის თითქმის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, რასაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უწოდა აღმოსავლეთის დონბასის რეგიონში იმ შეტევის დაწყება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ.

უკრაინის მედიამ 19 აპრილს გაავრცელა ცნობები ძლიერ საარტილერიო ცეცხლზე დონეცკის ფრონტის ხაზზე, მარინკის, სლოვიანსკის და კრამატორსკის რეგიონებში.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა დაიწყო “დონბასის ბრძოლა” და “რუსეთის არმიის ძალიან დიდი ნაწილი ახლა ამ შეტევაშია ჩართული”. “იმის მიუხედავად, რამდენ რუს სამხედროს გაგზავნიან იქ, ჩვენ ვიბრძოლებთ. ჩვენ თავს დავიცავთ”, – განაცხადა ზელენსკიმ 18 აპრილს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ამასთან დიდი ბრიტანეთი გეგმავს, მოსკოვის საფონდო ბირჟას აღიარებულის სტატუსი გაუუქმოს.

ამის შესახებ განცხადება ბრიტანეთის საგადასახადო ორგანოს, HM Revenue and Customs (HMRC)-მ გაავრცელა.

სტატუსის გაუქმება ნიშნავს, რომ ინვესტორებს აღარ ექნებათ წვდომა გაერთიანებული სამეფოს გარკვეულ საგადასახადო შეღავათებზე მომავალში მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობისას.

თუმცა, უკვე არსებული ინვესტიციები დაცული იქნება.

“ვინაიდან ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის იზოლაციას უკრაინაში მისი უკანონო იმის პასუხად, მოსკოვის საფონდო ბირჟას აღიარებულის სტატუსს ვუუქმებთ. არ არსებობს მიზეზი რუსეთში ახალი ინვესტიციის გაკეთებისთვის”. – აცხადებს ბრიტანეთის ფინანსთა მდივანი, ლუსი ფრაზერი.

ამასთან კანადამ სანქციები დაუწესა რუსეთის 14 მოქალაქეს, რომელთა შორის არიან პუტინის შვილები, კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ვლადიმერ პუტინის ქონებას მალავდნენ.

პუტინის შვილებს უკვე არაერთმა ქვეყანამ დაუწესა სანქციები. მათ შორის აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button