ნიდერლანდებში სმარტფონ-დამოკიდებული ადამიანებისთვის განკუთვნილი საგანგებო შუქნიშანი გატესტეს [Video]

ჰოლანდიის ქალაქ ბოდეგრავენში მოციმციმე შუქნიშანი გამოცადეს, რომელიც ქვეითად მოსიარულე ადამიანებზე იზრუნებს, – წერს ვებსაიტი

ტროტუარისა და სავალი ნაწილის საზღვარზე დამონტაჟებული სინათლის დიოდური ზოლი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც თავი გამუდმებით სმარტფონებში აქვთ ჩარგული და შესაძლებელია, ჩვეულებრივი ვერტიკალური შუქნიშნების სიგნალებს ყურადღება არ მიაქციონ.
ამჟამად ექსპერიმენტული ხაზი ადგილობრივი კომპანია HIG Traffic Systems-ის ინჟინრებმა ქალაქის ერთ-ერთ გზაჯვარედინზე დაამონტაჟეს, მაგრამ ისინი მომავალში კიდევ რამდენიმე შუქნიშნის დაყენებას გეგმავენ, ვინაიდან ჰოლანდიის ქუჩებში ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც ხელში სმარტფონი არ უჭირავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button