Brexit-ის ამოქმედებამ ლონდონში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა გამოიწვია [Photo/Video]

უკანდასახევი გზა მოჭრილია. ბრიუსელში Brexit-ის ამოქმედების პროცედურა ოფიციალურად ძალაში შევიდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი უწყება ევროკავშირის ხელმძღვანელმა, დონალდ ტუსკმა მიიღო. ამავე დროს ტერაზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტს აუწყა, რომ პროცედურა მოქმედებაში მოყვანილია. ამის შემდეგ 2 წლის განმავლობაში ლონდონსა და ბრიუსელს შორის ევროზონიდან გასვლის პირობების განხილვა და კონსულტაციები გაიმართება.
Brexit-ით უკმაყოფილო დემონსტრანტებმა ლონდონის პარლამენტთან საპროტესტო აქციები მოაწყვეს. მანოფესტანტებს მაისურბზე ტერეზა მეის მიერ კანონმდებლების მისამართით წარმოთქმული სიტყვები – „გაჩუმდით და საქმის გაგრძელების საშუალება მომეცით“ ეწერათ.
თავის მხრივ, ევროსაბჭოს მეთაურმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ არც ბრიუსელისთვის და არც ლონდონისთვის ეს დღე ბენდიერად არ მიაჩნია.

[print_gllr id=55426]

მსგავსი პოსტები

Back to top button