უკრაინის ზოოპარკში ალპაკა სასიკვდილოდ დაანაყრეს [Photo/Video]

უკრაინის ქალაქ ლუცკში მნახველების არასწორი საქციელის გამო ალპაკა, ზედმესახელად სნიჟანა, დაიღუპა.

ზოოპარკის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნებული ექსპერტების დასკვნის თანახმად, ალპაკა ყაბზობისგან დაიღუპა, რომელმაც საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოები დაბლოკა. იქვე გვაცნობებენ, რომ ცხოველებისთვის საკვების გადამეტებული დოზის მიწოდების შედეგად, ზოოპარკის მრავალი ბინადარი იტანჯება.
პელიკანების ვოლიერთან გამოკრული წარწერის – „მხოლოდ თევზებით ვიკვებებით“, მიუხედავად, იქ ზოოპარკის თანამშრომლები პურსა და კომბოსტოს პოულობენ. ასევე მნახველები ლომსაც პურით უმასპინძლდებიან, ხოლო ბალახისმჭამელ ბიზონსა და პონის ზეფირს, კანფეტსა და ჩიპსს უყრიან.
ალკაპა აქლემისებრთა ოჯახის ძუძუმწოვარი ცხოველია. მას ბოლივიისა და პერუს მთიან რაიონებში აშენებენ. სხვა ქვეყნებში მისი აკლიმატიზაციის მცდელობები უშედეგოდ მთავრდებოდა.
ალპაკა ძვირფას მატყლს იძევა. ანდებში მის ხორცსა და რძეს საკვებად იყენებენ.

[print_gllr id=55438]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button