ნიგერიის მთავრობამ ქალები და ბავშვები ტყვეობიდან დაიხსნა [ვიდეო]

ნიგერიის მთავრობამ 300-მდე ქალბატონი და ბავში იხსნა ტყვეობიდან, რომლებიც გასულ წელს “ბოკო ჰარამის” მებრძოლებმა გაიტაცეს.

გათავისუფლებულთა შორის, 200 გოგონა და 93 ქალია. ტერორისტები მათ პირდაპირ სკოლებიდან იტაცებდნენ, აუპატიურებდნენ და ძალდატანებით, ცოლობას აიძულებდნენ.

ბანდიტური რაზმი, ახლახან, ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა.

“ბოკო ჰარამის” წარმომადგენლები ყურანის ერთ-ერთი ფრაზის გავლენის ქვეშ არიან: “ის ვინც ალაჰს არ აღიარებს, დამნაშავეთა შორისაა”.

ჯამში ბოევიკებმდა სამასამდე სკოლა დაანგრიეს, 196 მასწავლებელი და 314 მოსწავლე სიცოცხლეს გამოასალმეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button