ნიკა გვარამია: ამ ხელისუფლებას რუსთავი-2-ს არ შევარჩენთ
“ამ ხელისუფლებას რუსთავი-2-ს არ შევარჩენთ, ახლა დავიგეგმებით და ყველაფერი მალე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი”- ამის შესახებ ნიკა გვარამიამ, “რუსთავი2”-ის გენერალურმა დირექტორმა რადიო ჰერეთს განუცხადა.
გვარამია არ აკონკრეტებს რას აპირებს ტელეკომპანია თუ სასამართლომ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელი დააკმაყოფილა.
“ყველა დასაშვები მეთოდით ვიბრძოლებთ” – აცხადებს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, რომელიც ამ წუთებში სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანიის მხარდამჭერებთან და თანამშრომლებთან ერთად იმყოფება.
“რუსთავი2”-ის თანამშრომლებმა სასამართლო სხდომა პროტესტის მიზნით დატოვეს.
მოუსმინეთ რადიო ჰერეთთან გაკეთებულ კომენტარს: