“ნიკა გვარამია წინააღმდეგობრივ განცხადებებს აკეთებს”
“საქართველოს მოსამართლეთა ერთობა” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ამ განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ წარმოებული დავის განხილვა საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგნად იქცა.
“ეს არცაა გასაკვირი, რადგან მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ბედი, მათი სარედაქციო დამოუკიდებლობა და თავისუფალი საინფორმაციო გარემო მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისათვის. სწორედ, რომ გამოხატვის თავისუფლების არსებობით, მისი ხარისხით იზომება დემოკრატიულობა და პლურალიზმი სახელმწიფოში. ამ ბუნებრივი ინტერესის ფონზე კიდევ უფრო მძაფრდება ყურადღების ეპიცენტრი მოპასუხე ტელეკომპანიის, მისი წარმომადგენლების განცხადებებისა და სიუჟეტების გამო. მაგალითად, დავაში მოპასუხე მხარედ მონაწილე “რუსთავი 2”-ის დირექტორის ბატონი ნიკა გვარამიას განცხადებები შეუძლებელია ყურადღების მიღმა დარჩეს“, – წერია მოსამართლეთ ერთობის განცხადებაში
“დავაში მოპასუხე მხარედ მონაწილე “რუსთავი 2”-ის დირექტორის ბატონი ნიკა გვარამიას განცხადებები შეუძლებელია ყურადღების მიღმა დარჩეს. ის უნდობლობას უცხადებს დავის განმხილველ მოსამართლეს და დავის წარმოების სხვადასხვა ეტაპზე მოსამართლის მიკერძოებულობის საფუძვლებად სხვადასხვა სახის გარემოებებს ასახელებს. ტელეკომპანიის დირექტორმა ერთ შემთხვევაში მოსამართლე მოიხსენია მოქმედი იუსტიციის მინისტრის გუნდის წევრად და მისსავე დაქვემდებარებაში მყოფ “ზონდერ მოსამართლედ”, მეორე შემთხვევაში მოსამართლე კორუფციაში, უფრო კონკრეტულად დავის მიკერძოებულად გადაწყვეტის სანაცვლოდ დიდი ფულის აღებაში დაადანაშაულა და მესამე შემთხვევაში ტელეკომპანია “რუსთავი 2″-მა მოსამართლე მისი ოჯახის წევრის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის გამო პროკურატურის ტყვედ მოიხსენია. ამ წინააღმდეგობრივი განმარტებების ფონზე ობიექტურ დამკვირებელს ბუნებრივად გაუჩნდება კითხვები – რომელია მოსამართლის უნდობლობის საფუძველი? არსებობს კი მოსამართლის მიუკერძოებულობაში დასაბუთებული ეჭვის შეტანის საფუძველი? რა მიზანს ემსახურება ტელეკომპანიის დირექტორის განცხადებები? უნდა ითქვას, რომ თავად ბატონი ნიკა გვარამია იძლევა ამ კითხვებზე პასუხს. ის არ მალავს, რომ მისი ყველა გამონათქვამი ემსახურება ისეთი გარემოს შექმნას, რომ საქმის განხილვას ჩამოცილდეს კონკრეტული მოსამართლე”. – ნათქვამია განცხადებაში.