ნიკა კაჭარავა თვის საუკეთესოა

კვიპროსის პირველი დივიზიონის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ნიკა კაჭარავა დასახელდა.მედიის ინფორმაციით კვიპროსელ სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვით ნიკა კაჭარავა პირველ ადგილზე გავიდა.მეორე პოზიცია “აპოელის’’ ფეხბურთელმა პიეროს სოტირიუმ დაიკავა. 22 წლის ქართველმა ფორვარდმა დეკემბერში კვიპროსის ჩემპიონატში 4 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ჩემპიონატის ბომბარდირებში კი , ნიკა კაჭარავა 9 გოლით მესამე ადგილზეა. ასევე balla.com-მა ნიკა კაჭარავა მე-14 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.