ნორვეგია FM-რადიოსადგურებზე უარს აცხადებს

2017 წლის 11 იანვრიდან ნორვეგიაში FM-დიაპაზონში მაუწყებელი რადიოსადგურების გადამცემების გათიშვა დაიწყება. შესაბამისი გადაწყვეტილება ნორვეგიის მთავრობამ მიიღო, – გვაცნობებს რადიო RMF24.

ამრიგად, ნორვეგია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც რადიომაუწყებლობას FM-დიაპაზონიდან ციფრულ სტანდარტში გადაიყვანს. FM-სიხშირეები თანამიმდევრობით გაითიშება ჯერ Nordland-ის რეგიონში, შემდეგ კი ქვეყნის სამხრეთში. ამასთან ერთად, ზოგიერთი ლოკალური რადიოსადგური FM-სიხშირეებით სარგებლობას 2022 წლამდე შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის მოქალაქეების უმრავლესობა მთავრობის ინიციატივით უკმაყოფილოა. გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის ორ მესამედს არ სურს რადიომაუწყებლობის ციფრულ დიაპაზონში გადაყვანა, ახალ გადაწყვეტილებას კი მხოლოდ 17% უჭერს მხარს.

რადიო RMF24 იუწყება, რომ რადიოსადგურების ციფრულ სტანდარტზე გადაყვანის შემდეგ ნორვეგიაში ფუნქციონირებადი 8 მილიონზე მეტი რადიომიმღები პრაქტიკულად გამოუსადეგარი გახდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button