სპორტი
ნიკა კვეკვესკირის დებიუტი და გამარჯვების გოლი „ლეხში“

პოლონეთის თასის მერვედფინალურ შეხვედრაში კვეკვესკირის ახალი გუნდი „ლეხი“ „რადომს“ სტუმრობდა და ძირითად დროში მეტოქეს დაუზავდა.
პენალტების სერია მას შემდეგ დაინიშნა, რაც 90 წუთიანი პერიოდი ანგარიშით 1:1 დასრულდა.
5 – 5 მთავარი დარტყმიდან მეტოქეებმა 3-3 გოლი გაიტანეს და სერია გაგრძელდა.
ნიკა კვეკვესკირს, რომელიც პოზნანელთა გუნდში სულ რაღაც 2 კვირის წინ ჩაირიცხა, მე-6 თერთმეტმეტრიანის დარტყმა მიანდეს.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა კლუბის ხელმძღვანელობა არ გააწბილა და ზუსტად დაარტყა. რადომელთა მომდევნო დარტყმა ნიკას თანაგუნდელმა მეკარემ მოიგერია და სერიაც დასრულდა.
„“ლეხიმ“ მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
ნიკოლოზ კვეკვესკირი კონტრაქტის თანახმად „ლეხში“ სეზონის ბოლომდე დარჩება.