მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ნიკა მელია დილემის წინაშეა-გამოვა ვაია, არ გამოვა ვუია-მაჭარაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გათავისუფლება აღარ არის პრიორიტეტული საკითხი არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ,- აცხადებს “ქართული ოცნების“წევრი, გურამ მაჭარაშვილი

მაჭარაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიამ თავად უნდა გადაწყვიტოს გამოვიდეს ამნისტიის კანონით ან ევროსაბჭოს შეთავაზებული გირაოთი.

“ნიკა მელია ამ შემთხვევაში დააყენეს ასეთი დილემის წინაშე – გამოვა ვაია, არ გამოვა ვუია. ეს არის მისი დღევანდელი დილემა. რაც შეეხება მის გამოსვლას და “ლელოს” მოწადინებას, რომ მესამე კარი გამოიგონოს მისი გამოსვლის, ეს არის აბსოლუტურად წინააღმდეგობაში იმ პოლიტიკურ შეთანხმებასთან, რომელსაც თავად “ლელომაც” ხელი მოაწერა”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ,”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. ნიკა მელია ამ დრომდე უარს ამბობს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button