მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ნიკა მელიას დაპატიმრება გადაიდო
შსს-ს განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინების აღსრულება გადაიდო.
“პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შსს-მ გაავრცელა.
შეგახსენებთ ,დილიდან ვარკეთილში, კახეთის გზატკეცილზე, ნაციონალური მოძრაობის „ ოფისთან სმართალდამცავები და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადებია მობილიზებული.
დღეს დილით სამართალდამცველები “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში არ შეუშვეს. მათ მელიასთვის განჩინების ჩაბარება და მისი დაკავება სურდათ, თუმცა ეს ვერ მოახერხეს.