მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ნიკა მელიას პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარეს,ნიკა მელიას დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა.

სხდომის განახლების შემდეგ, რა დროსაც უკვე “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებიც შეუერთდნენ სესიას,
სპიკერმა კახა კუჭავამ სხდომის დასრულების შესახებ განაცხადა.

ენმ-ის ფრაქციაში 32 დეპუტატი იქნება. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში ბოიკოტის შემდეგ,დღეს პირველად შევიდა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button