სპორტი

ნიკა ნინუა ქეცბაიას „ანორთოსისში“ მიდის

სალონიკის „პაოკის“ ქართველი ნახევარმცველის,ნიკა ნინუას სანაცვლოდ, ფამაგუსტას „ანორთოსისის“ პრეზიდენტი ევგენიოს პამპულასი მზადაა 100 ათასი ევრო გადაიხადოს.

კვიპროსული გამოცემის „ლარნაკა სპორტის“ ინფორმაციით, „მხარეებმა მოლაპარაკებებში წინ წაიწიეს და თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, საქმე მალე დადებით გადაწყვეტილებაში აისახება და ქეცბაიას სურვილი, შეიძინოს 21 წლის პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელი,- ასრულდება.

გამოცემა ამტკიცებს,რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ახალ კლუბთან საიჯარო კოტრაქტს, 6 თვით გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ ნინუა ბერძნულ კლუბში გასული წლის ზაფხულში გადავიდა და ფეხის მოკიდება გაუჭირდა.
21 წლის ნახევარმცველი, “ანორთოსისთვის“ მეხუთე ქართველი ლეგიონერი იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button