Nike-ის თვითშეკვრადი სპორტული ფეხსაცმელი 28 ნოემბერს გაყიდვაში გამოვა [Photo/video]

კომპანია Nike-მა გამოაცხადა, რომ თვითშეკვრადი სპორტული ფეხსაცმლის გაყიდვას იწყებს. ახალამოდური ბრენდის შექმის შთაგონების წყარო რობერტ ზემეკესის ფილმში – „უკან მომავალში II“, მაიკლ ჯეი ფოქსის მიერ განსახიერებული პერსონაჟის ფეხსაცმელი გახდა, რომელიც თავისით იკვრებოდა.

Nike-ის წარმომადგენელმა, ჰეიდი ბერგეტმა პირად Twitter-ზე დაწერა, რომ სპორტული ფეხსაცმელი HyperAdapt 1.0 აშშ-ში 28 ნოემბრიდან გაიყიდება. მისი ფასი ჯერჯერობით უცნობია.
ახალმოდურ ფეხსაცმელში დამონტაჟებულია საგანგებო დამჭიმავი სისტემა და წნევის გადამცემი. როცა ადამიანი ფეხსაცმელს იცვამს, იგი ავტომატურად იკვრება.

ქუსლში განთავსებული სინათლის ინდიკატორი გვანიშნებს, ელემენტი დაჯდა თუ არა. დიახ, ახლა ადამიანებს ფეხსაცმლის დატენვაც მოუწევთ. სრულ დატენვას 3 საათი დასჭირდება და ფეხსაცმელი 2 კვირის მანძილზე „იმუშავებს“.

აღსანიშნავია, რომ რეჟისორ რობერტ ზემეკისის 80-იანი წლების საკულტო ფანტასტიკური კინოტრილოგია, სათაურით „უკან მომავალში“, უამრავი გამოგონების შთაგონების წყარო გახდა. მაგალითად 2014 წელს კომპანია „ლექსუსმა“ ფილმში არსებული მფრინავი სკეიტის, ე.წ. ჰოვერბორდის ანალოგი შექმნა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”42184″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button