ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

სასამართლომ ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ ვანო მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გია სირაძე დამნაშავედ სცნო.

მერაბიშვილს 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების აკრძალვა შეეფარდა 2 წლით და 3 თვით. კოდუას და სირაძეს კი 9-9 წლიანი პატიმრობა და ასევე 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების აკრძალვა.

2005 წელს ყოფილი პარლამენტის ვალერი გელაშვილზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილს, ივანე მერაბიშვილს, ერეკლე კოდუას და გია სირაძეს 2014 წელს წაუყენეს ბრალი. მიხეილ სააკაშვილს და ივანე მერაბიშვილს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება, ერეკლე კოდუას და გია სირაძეს კი სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ყაჩაღობა ედებათ.

საქმეს სასამართლო ორ ეპიზოდად განიხილავს და ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხი სასამართლოში ცალკე განიხილება.

მსგავსი პოსტები

Back to top button