შეტაკება შარლოტში: ერთი ადამიანი დაიღუპა [Photo/video]
შტატ ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ შარლოტში მეორე დღეა, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პოლიციასთან შეტაკების დროს 1 ადამიანი დაიღუპა, იუწყება BBC.
შტატის გუბერნატორმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხდა.
შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს ოკლაჰომის შტატის ქალაქ ტულსაში პოლიციელებმა უაირაღო აფროამერიკელი, ტერენს კლატჩერი მოკლეს. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ მამაკაცი შეირაღებული იყო, ხოლო მისი ნათესავები ამტკიცებენ, რომ მას მხოლოდ წიგნი ეჭირა.
არეულობა შარლოტში მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აღიარა, რომ მოკლული აფროამერიკელი ნამდვილად არ ყოფილა შეიარაღებული.
აღსანიშნავია, რომ წელს აშშ-ში აფროამერიკელი ეჭვმიტანილების დაკავების დროს მათი მკვლელობა გახშირდა. შედეგად, ათასობით ადამიანი პოლიციის განუკითახობის გასაპროტესტებლად ქუჩებში გამოვიდა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”42198″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]