ნიკო ფიროსმანის შედევრი “არსენალის მთა ღამით” ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა

გადაცემა “20/30”-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა მილიონ 200 ათას დოლარად შეფასებული “არსენალის მთა ღამით” ლონდონში შეიძინა.

როგორ შეისყიდა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პირველ ივნისს აუქციონზე გამოსატანი ნამუშევარი ერთი დღით ადრე, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ნახატი ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა.

მყიდველის შესახებ ვერ საუბრობენ კულტურის სამინისტროში. მიხეილ გიორგაძის განმარტებით ტილოს ახალი მფლობელის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ მიუღიათ.

3 ივნისს ლონდონის “მაკდუგალის” აუქციონზე კიდევ ერთი ქართველი მხატვრის ნამუშვარს გამოიტანენ. დავით კაკაბაძის იმერეთი 40 ათას ფუნტად არის შეფასებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button