სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირზე ტრადიციულად ითამაშებს

საფრანგეთის ქალაქ მეცში რეგულარულად ტარდება ტურნირი, სადაც 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი 2016 წლიდან მონაწილეობს.

ახლაც, მიმდინარე წლის 20 – დან 26 სექტემბრის ჩათვლით მეცი MOSELLE OPEN – ის მასპინძელი ქალაქი გახდება.

აქვე ვიტყვით, რომ ტურნირის საპრიზო ფონდი 586 140 ევროა.

ტურნირის ორგანიზატორთა განმარტებით, ბასილაშვილს ასპარეზობაზე მე-9 განთესვა ექნება.

MOSELLE OPEN-ზე მის წინ კი, ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა, პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი, ავსტრალიელი ალექს დე მინორი, ფრანგი გაელ მონფილსი, იტალიელო ლორენცო სონეგო, ფრანგი უგო უმბერი, რუსი კარენ ხაჩანოვი და ესპანელი ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა იქნებიან.

იმის მიუხედავად, რომ წინასწარი რეგისტრაცია გავლილი ქონდათ, – ტრავმების გამო, კორტზე ესპანელი კარლოს ალკარასი, იტალიელი იანიკ სინერი და ბელგიელი დევიდ გოფინი ვერ გავლენ.

MOSELLE OPEN ნიკოლოზმა ყველაზე წარმატებულად 2017 წელს ითამაშა, როდესაც ნახევარფინალამდე მივიდა და ფრანგ ბენუა პერთან დამარცხდა. 2018 და 2019 წლებში ნიკოლოზმა მეოთხედფინალში ითამაშა, შარშან კი ტურნირი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარებულა.

შეგახსენებთ, რომ ATP-ს მიმდინარე რეიტინტში ბასილაშვილი 1 578 ქულით 35-ე ადგილზეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button