ნინო ბურჯანაძემ მერობის კანდიდატად კახა კუკავა დაასახელა

“დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა საქართველომ” მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის ერთიანი კანდიდატები დაასახელეს.
გაერთიანებული პარტიების მერობის კანდიდატი კახა კუკავა იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის კი დიმიტრი ლორთქიფანიძე იბრძოლებს.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გაერთიანებულმა პოლიტიკურმა ძალებმა პარტიული ინტერესები ერთიანობისთვის გადადეს უკან. კახა კუკავას თქმით, ამომრჩევლებს უახლოეს დღეებში ეროვნულ პროგრამას წარუდგენენ.