ნინო კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა

ნინო ნადირაძე-კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია სახელმწიფო ხალხისთვის დატოვა.

ამის შესახებ განცხადება მან TV პირველის პირდაპირ ეთერში გააკეთა და მიზეზად პარტიის წევრებთან მსოფლმხედველობრივი შეუთავსებლობა დაასახელა.

მისი თქმით, მან პარტიაში გაწევრიანების შემდეგ აღმოაჩინა, რომ “ის ხალხი, ვინც იქ ირეოდა, მის მსოფლმხედველობასთან დიამეტრიულად დაშორებული იყო” და “პროგრამაც ბუნდოვანი იყო”.

პარტიის ლიდერს და სხვა წევრებს კუზანოვას გადაწყვეტილებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button