მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ნინო ლომჯარია დღეს ნინოწმინდის პანსიონში ჩავა

ნინო ლომჯარია დღეს ნინოწმინდის პანსიონში ჩავა. სახალხო დამცველი სოციალური მუშაკების საქმიანობის შესწავლას გეგმავს და ვარაუდობს, რომ მასშტაბური მონიტორინგით კიდევ უფრო მეტ პრობლემას გამოავლენენ.

„ვფიქრობ, რომ ძალიან დროულია, რადგან ჯანდაცვის სამინისტრომაც გამოავლინა დარღვევები.
დაგვიანებული რეაგირება არის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს განხორციელდა, მოგეხსენებათ ორი შემოწმება ჰქონდათ ჩატარებული წინა წლებში და დარღვევები გამოვლენილი. თუმცა ამასთან დაკავშირებით, საერთოდ კომუნიკაციაც არ ჰქონიათ პანსიონის ხელმძღვანელობას სამინისტროსთან და არც სამინისტროს მხრიდან იყო რაიმე რეაგირება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის პანსიონის ახალ ხელმძღვანელად საპატრიარქომ ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი დანიშნა. მასსა და ნინო ლომჯარიას შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში, მეუფე იაკობთან ერთად შევა.

მსგავსი პოსტები

Back to top button