მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტიდან 21 წელი გავიდა

ნიუ იორკში მომხდარი ტერაქტიდან 21 წელი გავიდა. 21 წლის წინ, 11 სექტემბერს სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული ტერაქტისას, დაახლოებით 3000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.21 წლის წინ, ტერორისტული დაჯგუფების, “ალ-ქაიდას” 19-მა წევრმა აშშ-ში 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა.

ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში 11 სექტემბრის მემორიალთან ადამიანები იკრიბებიან და დაღუპულთა ოჯახის წევრებს წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ.
თავდასხმა ოთხ სხვადასხვა ტერიტორიაზე მოხდა. პირველი თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 08:46 საათზე ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის სამხრეთ კოშკს დაეჯახა, მალევე – 09:03 საათზე კი ე.წ. “ტყუპების” სამხრეთ კოშკს.

09:37 საათზე მესამე გატაცებული თვითმფრინავი ვაშინგტონში პენტაგონის, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს შენობას დაეჯახა.

0:03 საათზე მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი შენკსვილში, პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა.
თავდასხმა 2001 წელს განხორციელდა, “იუნაითიდ ეარლაინის” რეისი, სადაც 93 მგზავრი იმყოფებოდა ნიუ იორკის ცათამბრჯენებს შეეჯახა და შენობა ჩამოინგრა. დაღუპულთათვის პატივის მისაგებად მანჰეტენის ხიდს გაანათებენ.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-ის სპეცსამსახურებმა 5 ათასზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს ან ტყვედ აიყვანეს.

11 სექტემბრის ტრაგედიას 2 977 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button