ნიუ-იორკში პუტინის ბანერი გამოფინეს [Photo/video]
ნიუ-იორკის მანჰეტენის ხიდზე უცნობმა პირებმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბანერი გამოფინეს ინგლისური წარწერით, “მშვიდობისმყოფელი”-ინფორმაციას CBS News ავრცელებს.
პლაკატზე, რომლის ზომა 6/10 მეტრზეა, პუტინის პორტრეტი რუსეთის ფედერაციისა და სირიის დროშების ფონზეა გამოსახული.
ბანერი ადგილობრივი დროით 14:30 საათზე ხიდის ჩრდილოეთ მხარეს გამოჩნდა, რომელიც მანჰეტენსა და ბრუკლინს ერთმანეთთან აკავშირებს.
პუტინის პორტრეტი ხიდზე 1 საათის განმავლობაში ეკიდა, მოგვიანებით ჩამოხსნეს.
ამჟამად პოლიცია ვიდეოთვალთვალის კამერების ჩანაწერებს სწავლობს, ჯერჯერობით აქციის მონაწილე პირები არ დაუკავებიათ.
როგორც ცნობილია, დღეს, 7 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინს 64 წელი შეუსრულდა. რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, პუტინი დაბადების დღეს მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად აღნიშნავს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”43413″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]