პრემიერი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს პრემიერ- მინისტრი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, მოსახლეობას მიმართავს და არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

კვირიკაშვილის განცხადებით 8 ოქტომბერს ჩატარდება ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება დემოკრატიული საქართველოს მომავლისათვის.
“დარწმუნებული ვარ, 9 ოქტომბერს ჩვენი მოსახლეობა იცხოვრებს კიდევ უფრო უკეთეს საქართველოში”.
სულ რამდენიმე საათი გვაშორებს 8 ოქტომბერს, როდესაც ჩვენ უნდა ჩავატაროთ ქვეყნის განვითარებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევნები. ეს არჩევნები ნამდვილად იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული საქართველოს მომავლისათვის. პირველ რიგში, მინდა, მოვუწოდო ამომრჩეველს, აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს საქართველოს კიდევ უფრო უკეთეს, ევროპულ მომავალს!“ – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე შინაგან საქმეთ მინისტრსაც მიმართა და მოუწოდა მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, რათა დაცული იქნეს თითოეული ამომრჩევლის ხმა.
,,დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენი თანამშრომელი გააკეთებს ყველაფერს საიმისოდ, რათა უზრუნველყოფილ იქნას მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნები საქართველოში და თითოეული ამომრჩევლის ხმა იყოს დაცული. დარწმუნებული ვარ ასევე იმაში, რომ ჩვენი მოსახლეობა აფასებს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის პროცესში გადაიდგა,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მომხდარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად შეაფასა.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა რამდენიმე დღის წინ. მიმდინარეობს გამოძიება და დამნაშავეები კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს, რადგან ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. თუმცა, ამის მიუხედავად, მთლიანობაში წინასაარჩევნო გარემოს ჩრდილი ვერ მიადგება,“ – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ხვალინდელი დღე აბსოლუტურად მშვიდობიან გარემოში ჩაივლის და საქართველოს მოსახლეობა, ხმას მისცემს საქართველოს კიდევ უფრო უკეთეს, ევროპულ მომავალს!

მსგავსი პოსტები

Back to top button