ნოდარ ხადური:მინისტრთა კაბინეტში გადაადგილებები პრემიერის კომპეტენციაა
მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმა.
ნოდარ ხადური მინისტრათა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებენთან დაკავშირებით ინფორმაციას ადასურებს და ამბობს,რომ მინისტრთა კაბინეტში გადაადგილებები პრემიერის კომპეტენციაა.
„მე ვადასტურებ იმ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი ამ თვის განმავლობაში გააკეთებს განცხადებას ახალი მთავრობის შესახებ. დანარჩენს ყველაფერს იტყვის საქართველოს პრემიერმინისტრი. პრემიერმინისტრის კომპეტენციაა, თქვენ ეს კითხვები უნდა დაუსვათ საქართველოს პრემიერმინისტრს. ძალიან კარგი მოლოდინი მაქვს,“-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნოდარ ხადურის შემცვლელად ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელდება.