სოჭში ვერტმფრენი ჩამოვარდა

სოჭში, ადლერის რაიონში მცირე ზომის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა.

ავიაკატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა. ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენი საცხოვრებელ სახლს დაეცა. სახლის მცხოვრებთაგან არავინ დაშავებულა.

ვერტმფრენში მოსკოველი ტურისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც სოჭში ერთ-ერთი მათგანის დაბადების დღის აღსანიშნად ჩავიდნენ.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. ამ დროისთვის საგამოძიებო კომიტეტში ავიაკატასტროფის ორ ვერსიას განიხილავენ. ესენია მფრინავის შეცდომა და ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა

მსგავსი პოსტები

Back to top button