ნოდარ მელაძე- პროკურატურამ ქუჩური გარჩევების ლეგალიზება მოახდინა
ტვ “პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის შეფასებით, პროკურატურამ პრეცედენტი დაუშვა, როცა თქვა, ქუჩური გარჩევები დანაშაული არ არისო და ეს მიდგომა სამართლებრივი სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველია.
“დღეს პროკურატურამ მოახდინა ქუჩური გარჩევების ლეგალიზება, მან თქვა, რომ კი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება, ისინიც აღიარებდნენ, რომ ვიღაცეებთან მიდიდნენ, ეს გარჩევები კანონის გვერდის ავლით ეწყობოდა, მერე რა, რომ პოლიცია და კანონი არსებობს, მერე რა, რომ ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ სავარაუდო მუქარას აქვს ადგილი ,პოლიციაში უნდა მივიდეს, მას მიმართოს და არა ქუჩური გარჩევა მოაწყოს, ამით შექმნა პრეცედენტი, როცა მოახდინა ლეგალიზება, ხვალ როცა მუქარაზე ვინმე მოაწყობს ქუჩურ გარჩევას, ამ შემთხვევაში პროკურატურამ რა სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს? მან თქვა, რომ დანაშაული არ არის, ხვალ სხვა შემთხვევაზე რატომ უნდა თქვას, რომ დანაშაულია. იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ყველა კანონის წინაშე ვართ თანასწორები, ერთ შემთხვევაზე, კონკრეტულ ფაქტებზე და ადამიანებზე საუბრობ, რომ ეს დანაშაული არ არის და დანაშაულის ნიშნები ვერ დავინახე, ხვალ რომ სხვაგან დაინახავ, რა უნდა გააკეთო?” – ამბობს ნოდარ მელაძე.
გადაცემის ავტორის თქმით, ეთერში ღარიბაშვილისთვის არასასურველი მასალები გავა.
ხვალ იციან, რომ ეთერში გადის გამოძიება, რომელიც ალბათ პრემიერ-მინისტრისთვის ძალიან არასასურველი გამოძიებაა, ღამის 12 საათზე დაიდება ანონსი და საქმე ეხება უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრებს, ერთს არა, ბევრს. შესაბამისად, ეს ღარიბაშვილისთვის არასასურველია, ამ ყველაფრის ნახვა მით უმეტეს, ამ ჟურნალისტურ გამოძიებაზე დამაგრებულია ძალიან ბევრი ვიდეო მტკიცებულება თავისი კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით”, – თქვა ნოდარ მელაძემ.
ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსს აინტერესებს, რატომ არ დაკითხა პროკურატურამ ის ხალხი, ვინც სკანდალური საგამოძიებო სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ გამოვიდა და ალაპარაკდა ბერა ივანიშვილის მხრიდან ჩადენილ რეპრესიებზე.
ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ აქვს კომუნიკაცია ბევრ ახალ მოწმესთან, ვისაც ბერა ივანიშვილის რისხვა შეეხო. ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მალე პროკურატურასთან გამოსაკითხი ხალხის რიგები დადგეს.
“შაბათის ეთერის საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ მთელი სერია ადამიანებისა გამოვიდა და იყო კამპანია, რომ მეც ვიყავი მსხვერპლი, მაინტერესებს, ეს ადამიანები თუ დაკითხეს? საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადება, მით უმეტეს, მედიაში, გამოძიების დაწყების საფუძველია, დაიწყო პროკურატურამ ამ თემაზე გამოძიება? არ დაუწყია.
დღეს კომუნიკაცია მქონდა კიდევ რამდენიმე ადამიანთან, რომელთაც აქვთ კოშმარული ისტორიები, რეკეტის, ტერორის და სიცოცხლის მოსპობის. ამ ადამიანებს ჩვენ ვთხოვთ ინტერვიუს დიდი ხანია, რამდენიმე მათგანი საქართველოში არ იმყოფება, ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ სარდაფის ინციდენტი მონაგონია.
ეს ადამიანები შეშინებული არიან, რადგან ვისი სახელითაც გარეკეტებენ, იმ ადამიანის მამა ხელისუფლებაშია და არ გაქვს გამოძიების იმედი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ პროკურატურასთან რიგი არ დადგება” -განაცხადა ნოდარ მელაძემ.
“ჩვენ დღეს ვნახეთ ვერსიებში ჩაკარგული მთავარი საგამოძიებო უწყება. არსებობს ჩანაწერი და ჩანაწერზე დაყრდნობით მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება და არსებობს ჩანაწერში მონაწილე პირების აღიარება. ეს იყო ბერა ივანიშვილის აღიარება, რომელმაც თქვა, აღიარა და დააადასტურა და მომავალში დააანონსა იგივე სავარაუდო დანაშაულის ჩადენა, მეორე იყო ანზორ ჩუბინიძე, რომელმაც დაადასტურა, რომ ნამდვილად ბერას დავალებით დადიოდა იმათთან, ვინც წერდა ბერასთვის არასასურველ კომენტარებს და ანზორ ჩუბინიძე ამბობდა, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა 2012 წლის დასაწყისში, ვიდრე ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდოდაო. მაშინ ვინ მისცემდა, მაშინდელი უწყების თანამშრომლებმა თუ იცოდნენ, რომ ასეთი დიალოგი მიდიოდა ღარიბაშვილსა და ბერას შორის”, – ამბობს ნოდარ მელაძე.
პროკურატურაში დღეს განაცხადეს, რომ ,,ტვ პირველის” ეთერში გასული აუდიოჩანაწერი „მოდელირებული და გაყალბებულია“.
“ბერასა და ირაკლი ღარიბაშვილის აუდიოჩანაწერები მოდელირებულია”