მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ნორვეგია, უკრაინაში რუსული აგრესიის გამო, ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვებს აწესებს

ნორვეგია, უკრაინაში რუსული აგრესიის გამო, ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვებს აწესებს.

ნორვეგიის იუსტიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ტურისტული და სხვა “არაპირველხარისხოვანი მნიშვნელობის მიზნებით”.

გადაწყვეტილება ოფიციალურად 29 მაისიდან ამოქმედდება.

“რუსეთის მოქალაქეებს, რომელთა მიზანი ტურიზმი და სხვა არასასურველი მოგზაურობაა, ეკრძალებათ გარე საზღვრის გავლით შესვლა. შეზღუდვა ეხება როგორც მათ, ვისაც ნორვეგიის მიერ გაცემული ვიზა აქვს სავიზო პრაქტიკის შეზღუდვის მიზნით 2022 წლის გაზაფხულზე, ასევე მათ, ვისაც აქვს ვიზა შენგენის ზონის სხვა ქვეყნებიდან”, – განმარტავენ დეპარტამენტში.

თუმცა პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გამონაკლისები დაიშვება რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ახლო ნათესავების მოსანახულებლად, სამუშაოდ ან სასწავლებლად.

2022 წლის გაზაფხულზე, ნორვეგიის მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა გაამკაცრა და ტურისტული ვიზებს საერთოდ აღარ გასცემს.
ახალი შეზღუდვა ვრცელდება მათზეც, ვისაც ნორვეგიამ ვიზა 2022 წლის გაზაფხულამდე მისცა ან ვიზა მიიღო შენგენის შეთანხმების მონაწილე სხვა სახელმწიფოსგან.

მსგავსი პოსტები

Back to top button