რეგიონი
ნუ ძალადობთ-თელავში აქცია მიმდინარეობს

მთავარი გზავნილით- ნუ ძალადობთ თელავში აქცია მიმდინარეობს.
სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები კახეთის პოლიციის სამმართველოსთან არიან შეკრებილი.
აქციის მონაწილეები, თბილისში შშმ პირის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
აქციაზე სხვადასხვა შინაარსის ტრანსპარანტებიცაა გამოტანილი, რომლებიც ხელისუფლებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან პირზე განხორცილებული ძალადობის სრულფასოვნად გამოძიებასა და საზოგადოებას პოლიციელების მიერ ჩადენილი ძალადობის სხვა ფაქტების გასაჯაროვებისკენ მოუწოდებენ.
თელავის გარდა, აქციები ძალადობის წინააღმდეგ, საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს.