სპორტ-ნიუსისპორტი
ციციპასი ნახევარფინალშია.იოლი გასეირნება სინერთან

ავსტრალიის ღია პირველობა სტეფანო ცივიპასს კარგად წაუვუდა.
მეოთხედფინალში იტალიელი იანიკ სინერი,რომელიც მე-11 ნომრადაა განთესილი,- იოლად,3 სეტში დაამარცხა.
23 წლის ბერძენი ჩოგბურთელის და იტალიელის მატჩი 2 საათსა და 6 წუთს გაგრძელდა.მეორე სეტის დროს,წვიმის გამო თამაში დროებით შეწყდა,შემდეგ კი ასპარეზობის ორგანიზატორებმა კორტის გადახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.
ტურნირის მეოთხე ნომრად განთესილი ციციპასი ნახევარფინალში კანადელ ფელიქს ოვე-ალიასიმსა და რუს დანილ მედვედევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ცნობილია,რომ გასულ წელს ნახევარფინალი ბერძენმა ჩოგანმა სწორედ მედვედევთან დათმო.