მნიშვნელოვანისიახლეები

სტიქის 24-ე დღე-ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი

სტიქიიდან 24-ე დღეს შოვში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროის მონაცემებით იძებნება ორი ადამიანი. ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი, 29 იდენტიფიცირებულია. დღეს დაკრძალავენ გიორგი დუდაშვილის ოჯახის ოთხივე წევრს.

ძებნის არეალი 60 კილომეტრამდეა გაფართოებული. მაშველები მდინარეების კალაპოტებში მუშაობენ, ასევე მოწმდება სტიქიის ეპიცენტრი და უკვე შემოწმებული არეალებიც. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აღდგენაც.

მაშველები სტიქიის ზონაში ინსტენსიურ რეჟიმში მუშაობენ, რის შედეგადად ყოველდღიურად პოულობენ სტიიქიის შედეგად დაკარგული და გარდაცვლილი პირების პირად და საყოფაცხოვრებო ნივთებს. მდინარის კალაპოტებში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამომწმებები.

“შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 31 მოქალაქე არის ნაპოვნი, 29 მოქალაქე იდენტიფიცირებულია. ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩართული არის ყველა შესაბამისი უწყება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის ძალები და წითელი ჯვარი. სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს როგორც უშუალო სტიქიის ლოკაციაზე, ასევე მდინარეებზე. ჩართული არის სამაშველო სამსახურის მიერ მობილიზებული მცურავი საშუალებები და მიმდინარეობს მდინარის კალაპოტებში ძებნა ონისა და ამბროლაურის ტერიტორიაზე. გაზრდილია ძებნის არეალი”, – განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ქაშიაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button