მნიშვნელოვანირეგიონი

ზუგდიდში, ავარიის შედეგად სამი მოსწავლე დაშავდა

ზუგდიდში,სოფელ შამგონაში ავარიის შედეგად სამი მოსწავლე დაშავდა
ავტომობილი, რომელშიც სკოლის მოსწავლეები ისხდნენ, ბოძს შეეჯახა-არიან დაშავებულები. ინფორმაციას ადასტურებენ ზუგდიდის რესურცენტრშიც.

დაშავებულთაგან ერთს დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა,ხოლო ორი
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების შეფასებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“ჯერ-ჯერობით რჩებიან კლინიკაში, ერთს ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი, ხოლო მეორეს მსუბუქ ფორმაში ტვინის შერყევა”,- ამბობენ ჰოსპიტალში.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა, მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button