ობამამ ალიასკის უმაღლესი ქედის მწვერვალს ძველი სახელი დაუბრუნა

ობამამ ალიასკის უმაღლესი ქედის მწვერვალს ძველი სახელი დაუბრუნა. ეს გადაწყვეტილება ბარაკ ობამამ ალიასკაზე სამდღიანი ვიზიტის დაწყებამდე მიიღო, – იუწყება თეთრი სახლის ოფიციალური საიტი.

1765197_20150831104954.gifმწვერვალ მაკ-კინლის, რომლის სიმაღლე 6197 მეტრია, ადრე დენალი ერქვა. მას სახელი,აშშ-ის 25-ეპრეზიდენტის უილიამ მაკ-კინლის პატივსაცემად, 1896 წელს დაერქვა. ალიასკის მოსახლეობამ არაერთხელ მოითხოვა მწვერვალისთვის ძველი სახელის დაბრუნება, თუმცა კონგრესში მათი ინიციატივა ყოველთვის იბლოკებოდა.

საქართველოს მთამსვლელთაგან, მაკ-კინლიზე პირველი – გია თორთლაძე ავიდა. ეს 1996 წლის 22 მაისს მოხდა, როცა მან რუსეთის რვა მთამსვლელთან ერთად, კლასიკური მარშრუტით, მწვერვალი დალაშქრა.

1998 წელს, მაკ-კინლიზე საქართველოს მთამსვლელთა ექსპედიციის წევრები: ბიძინა გუჯაბიძე, ლევონ სარქისოვი და ბენო ქაშაკიშვილი, ხოლო 2005 წელს — თამაზ შარაშენიძე და ავთანდილ ცინცაძე ავიდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button