ობამას ბუენოს-აირესში საპროტესტო აქციებით დახვდნენ [Photo/Video]

არგენტინის მოსახლეობა პრეზიდენტ ობამას ვიზიტს მათ ქვეყანაში არაერთმნიშვნელოვნად შეხვდა. ბუენოს-აირესი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. აქტივისტები ამერიკის დროშებს წვავდნენ და სკანდირებდნენ: “ობამა, სახლში წადი!”, – იუწყება Reuters.

ამერიკის ლიდერის ვიზიტი არგენტინაში სამხედრო გადატრიალების მე-40 წლისთავს დაემთხვა. რადიკალ-მემარცხენეთა პარტიების უკმაყოფილება გადატრიალების წლებში აშშ-ის პოლიტიკამ გამოიწვია. როგორც ცნობილია, 80-იანის წლების დასაწყისში “ცივი ომის” ეპოქაში აშშ-მა იმ რეჟიმს დაუჭირა მხარი, რომლის დროსაც არგენტინაში 30 ათასი ადამიანი მოკლეს.

საპროტესტო აქციების მიუხედავად, ამერიკის პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ ბუენოს-აირესში არგენტინის პრეზიდენტ მაურისიო მარკის წვეულებაზე ტანგო მაინც იცეკვეს

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”32007″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button