ოდესაზე რუსებმა საჰაერო იერიში მიიტანეს

ოდესაზე ღამით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. “ოდესის ერთ-ერთ რაიონში რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა, ერთი ობიექტს მოხვდა” – განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის სპიკერმა.
კვირას ოდესაში რუსებმა საწვავის საცავს დაარტყეს. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. გენშტაბის ინფორმაციით, საპორტო ქალაქის მიმართულებით რუსულმა ძალებმა რამდენიმე რაკეტა გაუშვეს, მათი ნაწილი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ გააუვნებელყო.
აფეთქების ხმა ოთხჯერ გაისმა. გავრცელებული ინფორმაციით, სამიზნეს წარმოადგენდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ნავთობსაცავი.
ამასთან, პირველადი ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რუსეთის შეჭრის შემდეგ ოდესა შედარებით მშვიდ ადგილად რჩებოდა, რომელსაც თავს სხვა ქალაქებიდან გაქცეული უკრაინელები აფარებდნენ. ოდესაში კვირების განმავლობაში ემზადებოდნენ რუსეთის ჯარის შესაკავებლად, ქალაქის ცენტრი ტანკსაწინააღმდეგო ბარიკადებითაა სავსე.