რეგიონი

ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის 40 წლის მამაკაცი დააკავეს.

ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის 40 წლის მამაკაცი დააკავეს.
გამოძიების მტკიცებით, კახეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მამაკაცი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვნების თანდასწრებით აუპატიურებდა მეუღლეს, სცემდა და ემუქრებოდა მას.

მამაკაცს ბრალად ედება თვითმკვლელობამდე მიყვანა და წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი შვილების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებაც.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11′-137 – მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 11′-126 -ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 11′-151 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 11′-115 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 11′-141 -ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button