რეგიონი

უკრაინიდან ლტოლვილმა მოქალაქეებმა უკრაინაში დაღუპულ ქართველებს პატივი მიაგეს.

უკრაინიდან ლტოლვილმა მოქალაქეებმა უკრაინაში დაღუპულ ქართველებს პატივი მიაგეს.
კახეთში მყოფი ლტოლვილები თელავში, 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ.

უკრაინის ჰიმნის ფონზე, მემორიალთან უკრაინის მოქალაქეებს სამოქალქო აქტივისტები და რიგითი თელაველები დახვდნენ.
უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოში ჩამოსულმა მოქალაქეებმა, საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე ომსა და კახეთში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

” მართალია ჩვენს ქვეყანაში არ ვართ, მაგრამ თავს ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. ძალიან მადლიერები ვართ ქართველი ხალხის, რომელიც აქ ძალიან თბილად გვხვდება და ყველანაირად გვეხმარება”-თქვა ლაგოდეხში მცხოვრებმა უკრაინელმა ლტოლვილმა, ელენა შეპიტმა.

მემორიალიდან უკრაინელმა ლტოვილებმა ერეკლე მეორეს მუზეუმში გადაინაცვლეს.
ორგანიზაცია ” დროას” ორგანიზებით, ისინი დღეს, თელავის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button