რეგიონი

ფოთში ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა 2 ბინა

ფოთში, ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე ოთხ სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო. სრულად დაიწვა 2 ბინა, ორი კი ნაწილობრივ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ახლა სალიკვიდაცო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებოდა ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე. მისი თქმით, მერიის პროგრამის ფარგლებში,დაზარალებული ოჯახები დროებით ქირით იქნებიან უზრუნველყოფილნი .

,,ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, შესასწავლია დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსისი სახურავი, ჩვენ შეეცდებით უმოკლეს დროში შევაკეთოთ.დროებით გადახურვის სამუსაოებს დილიდანვე დავიწყებთ. დაზარალებულია ოთხი ოჯახი, რომლებსაც შესაბამიაი პროგრამის ფარგლებში დახმარებას გავუწევთ.ჩვენ ასევე გვაქვს პროგრამა და ამ ოჯახების დროებით საცხოვრებელში გადავივანთ და ქირით ვუზრუნველყოფთ. ახლა ვარკვევთ ვის სჭირდება ოპერატიული დახმარება,”- განაცხადა მერმა ბექა ვაჭარაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button