მნიშვნელოვანირეგიონი

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ შშმ პირს სასამართლომ განრიდება შეუფარდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც არასრულწლოვანზე ძალადობას ედავებოდნენ, განრიდება შეეფარდა.

60 წლის მამაკაცს გამოძიება არასრულწლოვანი დისშვილისათვის სახეში ფეხის დარტყმას ედავებოდა.
მოწმეთა ჩვენებით კი ირკვეოდა, რომ მამაკაცს საკუთარმა დამ სცემა და პოლიცია თავადვე გამოიძახა.

გამოძიება მამაკაცის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 126′ მუხლით მიმდინარეობდა.

2021 წლის 16 ოქტომბერს მომხდარ ფაქტზე, ინფორმაცია რადიო ჰერეთმა ექსკლუზიურად გამოაქვეყნა.
გამოქვეყნების შემდეგ, გამოძიებამ ბრალი მამაკაცის დასაც, იმავე მუხლით წაუყენა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე ბრალდებულის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე, განრიდებით დასრულდა.

60 წლის მამაკაცი ამჟამად, 87 წლის დედასთან ერთად სტიქიით დაზიანებულ სახლში ცხოვრობს, თუმცა მერიას მისი სახლის სახურავი დღემდე არ შეუკეთებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button