მნიშვნელოვანირეგიონი

თელავსა და გურჯაანში ეროვნული სამოსის დღეს იზეიმებენ

ხვალ, 18 მაისს, ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის ცენტრალურ პარკში, კინოსა და თეატრის მსახიობები ქართული კინო-ფილმების სცენებს გააცოცხლებენ.
ღონისძიებაზე ღვინის, ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა და ძველი გურჯაანის ფოტოები გამოიფინება.

მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან, თელავის ისტორიული მუზეუმის ამფითეატრის მიმართულებით, ეროვნულ სამოსში ჩაცმული მოქალაქეების მსვლელობა მოეწყობა, თელავში.

დღის განმავლობაში თელავის ისტორიული მუზეუმის ამფითეატრში, სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდება.
ეროვნული სამოსის დღე 2016 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად აღინიშნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button