ოჯახური ძალადობა ამერიკაში და დაკავება საქართველოში
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკისა და ირანის მოქალაქე ალი რეზა საზეგარი დააკავეს.
ის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 2011 წლის 13 სექტემბრიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდ.
საზეგარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე აიყვანეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ “საზეგარმა 2010 წლის 6 ივლისს კალიფორნიაში მეუღლეს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და მოკვლით დაემუქრა. სამართალდამცავების ცნობით, საზეგარიმ ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლეს ხელ-ფეხი შეუკრა, პირი აუკრა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და აბაზანაში ჩაკეტა. აუკრძალა სახლის დატოვება, ჩამოართვა პასპორტი, საკრედიტო ბარათები და გასაღები და მოკვლით დაემუქრა. ქალს მისმა თანამშრომლებმა სახლში მიაკითხეს და ამის შემდეგ შეატყობინეს პოლიციას. გამოძიებით დადგენილია, რომ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს 20 ფარული ვიდეოკამერა, რომლითაც საზეგარი მეუღლეს, სავარაუდოდ, უთვალთვალებდა”.
ბრალდებული უკვე ექსტრადირებულია და წარდგება ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს წინაშე.